შემოსავლების სამსახურში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" გაიმართა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ინტელექტუალურ ტურნირში შემოსავლების სამსახურის საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დეპარტამენტიდან 23 გუნდი მონაწილეობდა.

მათივე ცნობით, თამაშში 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომლებსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან წითელაშვილმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. აღნიშნული თამაშის მიზანია, თანამშრომელთა კიდევ უფრო მოტივირება და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.

I ადგილი:

ანალიტიკური დეპარტამენტის გუნდი „რისკ ფაქტორი“

  1. აკაკი ჩხაიძე (კაპიტანი)
  2. ელენე ჯიბუტი
  3. ირენ ბარდასარიანი
  4. არსენ თევდორაშვილი
  5. ელზა ტოროლოვი
  6. დიმიტრი გვარელი

II ადგილი:

აუდიტის დეპარტამენტის გუნდი „გლეხები"

  1. ნოდარ წიწრიაშვილი (კაპიტანი)
  2. ლევან შაქარაშვილი
  3. თორნიკე ტალახაძე
  4. კახაბერ ბარბაქაძე
  5. ლანა რევია;
  6. თამაზ მაისურაძე;

III ადგილი:

მეთოდოლოგიის დეპარტამენტის გუნდი „Veni Vidi“

  1. არჩილ მამულაშვილი (კაპიტანი)
  2. ლიკა ჩოფურიანი
  3. მაია ნიშნიანიძე
  4. მადონა ბეჭვაია
  5. ანა კუხალეიშვილი
  6. დავით გრიგალაშვილი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო