ხატია დეკანოიძე - იმ ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც რუსეთთან ომშია ჩართული, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ხმა უკრაინისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის ბერკეტი აქვს, პრეზიდენტ ზელენსკის დამოკიდებულება და მის განცხადების შინაარსი გაითვალისწინოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყნის მომავლისთვის და ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია ზელენსკის მიმართვა ყურად იღონ.

„პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს არის ცივილიზებული სამყაროს ლიდერების სწორება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისკენ. იმ ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ჩართულია რუსეთთან ომში, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ხმა უკრაინისთვის, უკრაინის პრეზიდენტისთვის და უკრაინელებისთვის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

„მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას - აუცილებელია გულმოწყალება, განსაკუთრებით შობის წინ. რაც ახლა მიხეილის თავს ხდება, სისასტიკეა. ეს საქართველოს არ შეეფერება. ეს უნდა შეწყდეს. გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს მის სიცოცხლეს- გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, ევროპის სხვა ქვეყანაში, ამერიკაში. დროა, გადაიდგას ეს კარგი ნაბიჯი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა