ლევან დავითაშვილი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით საქართველო ენერგოუსაფრთხოების კუთხით ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორ ქვეყნად გადაიქცევა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შეთანხმება - ეს იქნება ჩვენთვის განსაკუთრებული პროექტი, რომელიც გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისთვის“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ პროექტით საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორ ქვეყნად გადაიქცევა ენერგოუსაფრთხოების კუთხით.

„როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ცალსახაა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით გარკვეული წვლილის შემტანი ევროპული ოჯახის განვითარებაში, რამეს არ შევმატებთ მას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტეგრაციის მიმართ მოტივაცია, დაინტერესება და ენთუზიაზმი მაღალი არ იქნება. ამიტომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას ყოველთვის ასე ვსვამდით საკითხს - საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის განვითარების კუთხით, საქართველო არ არის მხოლოდ ბენეფიციარი ქვეყანა, არამედ ჩვენ ვიქნებით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით. ამ შემთხვევაში ძალიან აქტიურად წარმოჩინდა დაკავშირებადობის მთელი პაკეტი, რომელიც საქართველომ შესთავაზა ევროკავშირს “, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს არის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეული ბევრი სხვადასხვა საკითხი, რომელიც ყველაზე აქტუალური გახდა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში - ახალი სატვირთო-სატრანზიტო ნაკადები ე.წ. შუა დერეფნის მეშვეობით; ციფრული დაკავშირებადობა - ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და ინტერნეტნაკადების საქართველოს მეშვეობით ევროპიდან აზიაში მიწოდება. მინისტრის თქმით, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ იყო ინიცირებული - შავი ზღვის ქვეშ გამავალი ელექტროდამაკავშირებელი გადამცემი მაღალი ძაბვის ხაზი. ამასთან, მისი განცხადებით, ეს პროექტი საქართველოს როლს ნამდვილად გაზრდის და ქვეყანა არამარტო სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით მიიღებს ეკონომიკურ სიკეთეებს, არამედ აქ წარმოებული, გენერირებული ენერგიის პირდაპირი ექსპორტი მოხდება ევროპულ ბაზარზე, რაც საქართველოს ენერგეტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„რადგან ჩვენ პირდაპირ ვუკავშირდებით ელექტროენერგიის ყველაზე საინტერესო, თავისუფალ და გახსნილ ბაზარს, სადაც საქართველო ისეთივე თავისუფალ რეჟიმში ივაჭრებს, როგორც ევროკავშირის სხვა ყველა ქვეყანა, ჩავთვალოთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ - ინვესტორებისთვის შესაძლებელი ხდება, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია პირდაპირ იყოს მიწოდებული მაღალმსყიდველობითი უნარის ბაზარზე. ეს არის მთავარი მოტივაცია, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი