დავით ნარმანია ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ახალი სარეაბილიტაციო სახლი დაათვალიერა, პაციენტები მოინახულა და ფონდის წარმომადგენლებს საახალწლო საჩუქარი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

„დღეს ვესტუმრეთ ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლს, სადაც უანგაროდ უწევენ დახმარებას სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, მათ ოჯახებს. მივულოცეთ პაციენტებს დამდეგი ახალი წელი. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ეწევა სარეაბილიტაციო სახლი. ვფიქრობ, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ბავშვების გამოჯანმრთელებისათვის, მათ მკურნალობისა და მხარდაჭერისათვის წამოწყებულ ღონისძიებებში. დავათვალიერეთ კომუნალური სერვისების მიწოდების წერტილები. სარეაბილიტაციო სახლისთვის კომუნალური მომსახურებების საიმედოობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ სასმელი წყლის უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდება აუცილებელია პაციენტებისათვის“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ბერი ანდრიას სახელობის ფონდი წლების განმავლობაში უანგაროდ ეხმარება და მზრუნველობას უწევს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ყველა მოზარდს, მათ ოჯახებს ყველა იმ საქმეში, რაც ბავშვთა მკურნალობას, მათ რეაბილიტაციასა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ეხება. ფონდის ორგანიზებითა და სხვადასხვა უწყებების დახმარებით, სარეაბილიტაციო სახლი პერიოდულად აწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი - უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად