იაგო ხვიჩია - ყრუ მდუმარება, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით არის გამოცხადებული, შორს ვერ წაგვიყვანს

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაიწყოს სერიოზული ფიქრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის საკითხი, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენს ციხეში ყველასთვის, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვრჩებით ამ ჩაკეტილ წრეში. მე მინდა, რომ ეს წრე გავარღვიოთ. წრე გავარღვიოთ ისე, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეთ გამოსვლის შემთხვევაში მაინც არ არსებობდეს ეს ჩაკეტილი წრე. ჩემი აზრით, ასეთი გზა არის შესათავაზებელი „ქართული ოცნებისთვის“. „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ყველაფრისთვის მზადაა და მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ სერიოზულად უნდა დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით ფიქრი და ის ყრუ მდუმარება, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით არის გამოცხადებული, შორს ვერ წაგვიყვან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მან ასევე სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხზე კონსენსუსი კვლავ არ არის მიღწეული.

კითხვაზე, ჩავარდება თუ არა პროცესი, ხვიჩია პასუხობს, რომ ეს დამოკიდებული იმაზე, მოახერხებს თუ არა „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობიდან“ ხალხის გადმობირებას.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით კონსენსუსი მიღწეული არ არის არც „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის და არც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის. საუბარი მიდის იმაზე, კონსენსუსის გარეშე მოგროვდება თუ არა 90 ხმა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო