გიგი წერეთელი - ხელისუფლება არ ლაპარაკობს, თუ როგორ უნდა იქნას ჰააგის პროკურორის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოყენებული, რათა რუსეთი და ყველა დამნაშავე დაისაჯოს

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტია, ძალიან სერიოზულია. მან პრაქტიკულად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციასა და ბრალდებას, რაც იყო ქვეყნის გარეთ და რაც იყო რუსეთის და მათი სეპარატისტების მთავარი ბრალდებები, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ იქნება ეს გადაწყვეტილება გამოყენებული იმისათვის, რომ რუსეთი უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩადგეს.

„სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით ჩვენ წლების განმავლობაში გვესმოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები და ეს დასრულდა, მაგრამ არ დასრულდა საქმე. აქვე ხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ გეგმები არ აქვს. ყოველ შემთხვევაში არ ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ იქნება ეს ყველაფერი გამოყენებული იმისათვის, რომ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩადგეს რუსეთი, ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაისაჯოს.

სხვათა შორის, ეს ყველაფერი ეხმიანება იმ კამპანიას, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ აქვს გენოციდთან დაკავშირებით და თავის დროზე იმის დროც მოვა, რომ უფრო აქტიურად განიხილება ეს საკითხი. ყველამ, ვინც მსგავსი დანაშაულები ჩაიდინა, პასუხი უნდა აგონ,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო