გიორგი კირთაძე - დარწმუნებული ვარ, ჩემზე თავდასხმა იმართებოდა სუს-ისა და „ქართული ოცნების“ მიერ - ერთ ადამიანზე ჯოხის გადატეხა, თითქოს ის არის გაბრაზებული „ნაცმოძრაობაზე“, იქნება უპასუხისმგებლობა

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი იმართებოდა სუს-ისა და „ქართული ოცნების“ მიერ, - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან რამდენიმე წუთის წინ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ოფისი დატოვა. იგი გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

გიორგი კირთაძის თქმით, თავდასხმის ფაქტზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.

„ერთ ადამიანზე ჯოხის გადატეხა, თითქოს ის არის გაბრაზებული გიორგი კირთაძეზე ან „ნაციონალურ მოძრაობაზე“, იქნება სრული უპასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხრიდან. ეს იყო ორგანიზებული ქმედება და ვითხოვ ორგანიზატორების დასჯას, იმ ადამიანების, ვინც ბოღმისა და სიძულვილის დათესვით არიან დაკავებულები საზოგადოებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი იმართებოდა სუს-ისა და „ქართული ოცნების“ მიერ“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს გუშინ იმ დროს დაესხნენ, როცა ის ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საუბრობდა. უცნობმა მამაკაცმა მას კვერცხები ესროლა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო