ვიქტორ ყიფიანის ნაშრომი რუმინული ანალიტიკური ორგანიზაციის პოლიტიკის დოკუმენტში გამოქვეყნდა

2022 წლის 28-29 ოქტომბერს, სიბიუს ლუჩიან ბლაგას უნივერსიტეტთან არსებულმა გლობალური კვლევების ცენტრმა (რუმინეთი) გამართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის გამოწვევები და განვითარების გზები“, რომელზეც მომხსენებლად მიწვეული იყო ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი.

„ჯეოქეისის“ ცნობით, მოგვიანებით, ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოსცეს პუბლიკაცია, რომელიც შედგება შავი ზღვის უსაფრთხოების ფენომენთან დაკავშირებული ანალიტიკური ნაშრომებისაგან. პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობისათვის სტრატეგიულ რეკომენდაციებს შეიცავს, გამოქვეყნებულია ვიქტორ ყიფიანის ესსე სახელწოდებით "შავი ზღვის ფაქტორი: სიტყვიდან საქმეზე - ისე, როგორც არასდროს".

ესსეში განხილულია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ გლობალურ გეოპოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ანალიზი, ასევე, გვთავზობს რეკომენდაციებს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების უკეთესი კოორდინაციისა და მეტი უსაფრთხოებისათვის.

იხილეთ პუბლიკაცია

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო