კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისთვის 44.9 მილიარდის, ნატო-ს სხვა ქვეყნებისთვის კი - 40.6 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს

აშშ-ის კონგრესში 1.7 ტრილიონი დოლარის მოცულობის სამთავრობო დაფინანსების კანონპროექტი წარადგინეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაფინანსება მოიცავს უკრაინისა და ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტსაც. კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი იქნება 44.9 მილიარდი აშშ დოლარი, ნატო-ს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის კი - 40.6 მილიარდი აშშ დოლარი.

დაფინანსების მიზანია დაეხმარონ აღნიშნულ ქვეყნებს ბუნებრივი კატაკლიზმებით ან სხვა პრობლემებით გამოწვეული კრიზისების დაძლევაში.

სამხედრო სექტორის ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა 858 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 118 მილიარდი დოლარით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით.

სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ლიდერების მიზანი კანონპროექტის კვირის ბოლომდე მიღება და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გადაგზავნაა. აღსანიშნავია, რომ „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ თვეების განმავლობაში კამათობენ იმაზე, თუ რა თანხა უნდა დაიხარჯოს სამხედრო და არასამხედრო პროგრამებზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო