ირაკლი ზარქუა - ბატონო ზელენსკი, შეურაცხმყოფელი ალბათ, ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი უკრაინის და საქართველოს საზღვრებს პატივს არ სცემს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა აქ რევოლუციის მოსაწყობად

ბატონო ზელენსკი! შეურაცხმყოფელი ალბათ, უფრო ის არის, რომ თქვენი ერთ-ერთი ჩინოვნიკი არც უკრაინის საზღვრებს, რომლის მოქალაქეც ის არის და არც საქართველოს საზღვრებს, პატივს არ სცემს, არაჟნებთან ერთად შემოიპარა, რომ აქ რევოლუციას მოგვიწყობდა - ალბათ, უფრო ეს არის სამარცხვინო და მიუღებელი! - ამის შესახებ პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მან ამ კონტექსტში აღნიშნა ისიც, რომ “საქართველოს სახელმწიფო კანონებით იმართება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სასამართლო იმსჯელებს“.

„სააკაშვილს მისჯილი აქვს იმ კონკრეტულ ბრალდებებზე, რომელიც საერთაშორისო სასამართლომაც აღიარა. დანარჩენს, რა როგორ იქნება, სასამართლო და შესაბამისი სისტემა განსაზღვრავს. ჩვენ ასე გვაქვს მოწყობილი - ყველა შტოს თავისი ფუნქცია-მოვალეობა გააჩნია. ეს პოლიტიკური ვაჭრობის დღის წესრიგი არ არის. ნათელი ხდება, რომ პატიმარ სააკაშვილის რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობა არავის ადარდებს. დაქირავებული ჰყავთ პიარ-კომპანიები, რომელთა მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ევროპის სხვადასხვა ენებზე, ერთი და იგივე სათაურით, ერთი და იგივე ტექსტებით ამის აფიშირება ხდება - მათ შორის ბატონი ზელენსკიც შეუწუხებიათ, რომელიც საერთო ოკუპანტს - რუსეთის აგრესიას ებრძვის და აგერ კაცმა მოიცალა და ასეთი განცხადება გააკეთა. მსოფლიოში არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა თუკი დააშავე, სასჯელი მშვიდად უნდა მოიხადო, სტატუსისა და თანამდებობის მიუხედავად“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე აზრით, “გაშიფრულია, თუ რა იყო სააკაშვილის მისია კონტეინერით საქართველოში შემოპარვისას“.

„ხო, გაიშიფრა რისთვისაც ეს კაცი საქართველოში კონტეინერებით გამოაგზავნეს. ბოლო-ბოლო უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან ითქვა, რომ დიახ, სააკაშვილი საქართველოში რომ იყოს, საქართველო ომში იქნებოდა ჩართული, მაგრამ დღეს ხელისუფლება სხვაა და ომში ჩართვა ვერ ხერხდება. ეს ხალხი მეტი როგორ უნდა გავშიფროთ?! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანა ომში არ უნდა ჩაერთოს. ჩვენ მმართველი პარტია ამას ვასრულებთ - საქართველო ომში არ ჩაერთვება! ამ ქვეყანს მეორე ფრონტი არ სჭირდება!“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო