იუსტიციის სამინისტრო პრობაციისა და პენიტენციური სისტემების  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების საკითხებზე მუშაობას განაგრძობს

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში ჩართული ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით კონფერენცია გაიხსნა.

აღნიშნულ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მიერ შემთხვევის მართვის შესახებ, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და განიხილავენ მულტისექტორული თანამშრომლობის კონკრეტულ გზებს, რაც პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებს უფრო ეფექტიანს გახდის.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ პრობაციისა და პენიტენციური სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია და ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიონალურ საქმიანობაზე. ამასთან, შეფასდა სისტემებში ბოლო 10 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი.

უწყების განცხადებით, ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა. „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ - ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წვერები. ამასთან, დანაშაულის პრევენციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო