მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ადვოკატთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის ფორმატში ადვოკატებმა და მოსამართლეებმა უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხებზე იმსჯელეს და ისეთი თემები განიხილეს, როგორებიცაა ერთგვაროვანი პრაქტიკა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს და სარჩელის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები.

სამუშაო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდოარემ, დავით ასათიანმა, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, თამარ ოქროპირიძემ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ გახსნეს.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორიის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა