კლინიკა „ვივამედში“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა.
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის ვასილ კაკალაშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების არსებობის საკითხს შეისწავლიან.
ამასთან, დაადგენენ არის თუ არა ის მავნე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
კაკალაშვილის განცხადებით, აღნიშნული ექსპერტიზის ჩასატარებლად მიხეილ სააკაშვილს სისხლის, თმის და ფრჩხილის ნიმუშებს აუღებენ.
„აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველსაყოფად ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოგვთხოვა სისხლის ნიმუში.
გუშინ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი გვქონდა. მათი პოზიცია იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებდა სისხლის ნიმუშის საფუძველზე კვლევის ჩატარებას და მათი პოზიცია იყო ქიმურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდეს თმის და ფრჩხილის ნიმუშების საფუძველზე.
ჩვენ ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილისგან სისხლის, თმის და ფრჩხილის [ნიმუშის] აღებას“, - განაცხადა კაკალაშვილმა.