რუმინულ-ქართული ერთობლივი სამხედრო კომიტეტი შეიქმნება

რუმინეთსა და საქართველოს შორის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სტრატეგიულ დონეზე ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას ხელს შეუწყობს.

პარლამენტის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას.

უწყების ცნობით, შეთანხმების ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: თავდაცვის პოლიტიკა, სტრატეგიული კოორდინაცია და თანამშრომლობა, თავდაცვის ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობა, თავსებადობისა და შესაძლებლობების განვითარება, თავდაცვის სფეროში არსებული სამართლებრივი საკითხები, შეიარაღების კონტროლი და განიარაღება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების სფეროში თანამშრომლობა და სხვა. გარდა ამისა, შეთანხმება თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ორგანიზებისა და კოორდინირებისთვის რუმინულ-ქართული ერთობლივი სამხედრო კომიტეტის (MJC) შექმნას ითვალისწინებს.

„ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დიდი ხანია არსებობს, თუმცა, ეს თანამშრომლობა გადადის ახალ ეტაპზე. იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სტრატეგიულ დონეზე შეუწყობს ხელს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას. ამიტომაც, ეს შეთანხმება იქნება ახალი ნაბიჯი განსაკუთრებით ნატო-სთან დაახლოების გზაზე“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ციცაგიმ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი