ევროკავშირის ქვეყნების ელჩები კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის ჩეხეთის წარმომადგენლობამ Twitter-ზე დაწერა.
„ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცა კომპრომისული ტექსტი კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ საკითხის საბოლოო მიღებამდე. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი კოსოვოს ევროპულ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაწევს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.
რეგულაციის ტექსტი ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.