გერმანიის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჩინეთის პრეზიდენტს სთხოვა, უკრაინიდან რუსული ჯარების გასაყვანად პუტინზე ზეგავლენა იქონიოს

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს სთხოვა უკრაინიდან რუსული ჯარების გასაყვანად პუტინზე ზეგავლენა იქონიოს.

ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტის პრესსამსახური შტაინმაიერსა და სი ძინპინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 60-წუთიანი საუბარი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე იყო ფოკუსირებული. აღინიშნება, რომ საუბარში შტაინმაიერმა დაადასტურა გერმანიის მზაობა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

“რუსეთის აგრესიამ უკრაინის თავდაცვა და ევროპის ერთიანობა გააძლიერა. პუტინს ამ მხრივ საფუძველშივე არასწორი გათვლა ჰქონდა”, - წერია განცხადებაში.

შტაინმაიერმა აღნიშნა ევროპისა და ჩინეთის საერთო ინტერესი ომის დასრულებაში, უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემაში და რუსული ჯარების გაყვანაში.

“მან [შტაინმაიერმა] სთხოვა სის რუსეთში თავისი გავლენა გამოიყენოს, რათა ამ მხრივ გავლენა იქონიოს პუტინზე”, - წერია განცხადებაში.

შტაინმაიერმა ასევე მადლობა გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბირთვული მუქარების მკაფიო მიუღებლობისთვის და მიესალმა ბალიში გამართულ G20-ის სამიტზე ქვეყნების მიერ გაკეთებულ საერთო სიგნალს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო