საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით ადვოკატებთან კონსულტაციისთვის დრო ითხოვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის ვასილ კაკაშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქიმიურ - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე ადვოკატებთან კონსულტაციისთვის დრო ითხოვა.

როგორც გამომძიებელმა კლინიკა „ვივამედში“ ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო ორგანო ყველა მოქმედებას ჩაატარებს, რათა არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ქიმურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა გვაქვს დანიშნული. ვსწავლობთ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების და სხვადასხვა ნივთიერების მოხვედრის და შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტს. ადვოკატების და სააკაშვილის პოზიციიდან გამომდინარე გამოვცხადდით, რათა აგვეღო მათ მიერ მოთხოვნილი ფრჩხილის და თმის ნიმუშიც. მიხეილ სააკაშვილს გავაცანით ჩვენი გადაწყვეტილება. მან უარი არ განაცხადა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, უბრალოდ, ადვოკატებთან კონსულტაციისთვის დრო ითხოვა.

საგამოძიებო ორგანო ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს იმისთვის, რომ ქიმურ ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩატარდეს და საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს“,- განაცხადა კაკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი