ჯაბა სამუშიამ სამხარაულის ბიუროს ექსპერტებთან ერთად მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი დაათვალიერა, სადაც შესაძლოა, თსუ-ის ახალი სტუდენტური საცხოვრებელი განთავსდეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ, ახალი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებთან ერთად, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა დაათვალიერა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, უნივერსიტეტი მზად არის, დაიწყოს 350 სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლის პროექტირება და მშენებლობა.

„პოტენციური სტუდენტური საცხოვრებლის შენობის მდგრადობის შემოწმების მიზნით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტებმა შენობა ვიზუალურად დაათვალიერეს და აზომვითი სამუშაოები განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა საცხოვრებლების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გასულ პარასკევს გაიმართა და მასში მონაწილეობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან ერთად, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ყველა ის შესაძლებლობა განიხილეს, რაც სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობის პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო