ევროსტატი - ევროკავშირმა ოთხი თვის განმავლობაში გაზის მოხმარება 20%-ით შეამცირა

ევროკავშირმა ოთხი თვის განმავლობაში გაზის მოხმარება 20%-ით შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.

“2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1%-ით შემცირდა 2017-დან 2021 წლამდე იგივე თვეებში (აგვისტო-ნოემბერი) ბუნებრივი აირის საშუალო მოხმარებასთან შედარებით”, - წერს ევროსტატი განცხადებაში.

ევროსტატის მონაცემებით, ამა წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებამ 18 წევრ სახელმწიფოში 15%-ის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა, ხოლო ზოგიერთში 40%-ს გადააჭარბა. ყველაზე მეტად გაზის მოხმარება შემცირდა ფინეთში (-52.7%), ლატვიასა (-43.2%) და ლიეტუვაში (-41.6%).

“ექვსმა წევრმა სახელმწიფომ შეამცირა ბუნებრივი გაზის მოხმარება, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწიეს 15%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს. მალტასა (+7.1%) და სლოვაკეთში (+2.6%) კი ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზარდა”, - წერია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს