ვახტანგ მეგრელიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა დაბრუნდეს და „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზება დაიწყოს, რომ გაიმარჯვოს

ანი წითლიძის მდგომარეობაზე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომელიც 1 წელია ცუდად არის , - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მეგრელიშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც კი არ სჯერათ, რომ ის ცუდად არის.

„როცა ვლაპარაკობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადავიყვანოთ, ვინმე გულისხმობს, რომ მკურნალობის შემდეგ, უკან დაბრუნდება ორ კვირაში? სამ კვირაში რომ გამოჯანმრთელდეს, უკან ჩამოვა? - თავს ვიტყუებთ. ანი წითლიძის მდგომარეობაზე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომელიც 1 წელია ცუდად არის.

მე კი არა მის მხარდამჭერებს არ სჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლა ცუდად არის. ამის არ სჯერათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც კი“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი შეფასებით, სააკაშვილი ან უნდა დანებდეს და თქვას, რომ პოლიტიკიდან მიდის ან ბრძოლაში საჯაროდ შევიდეს, როგორც პოლიტიკოსი და იბრძოლოს.

მიხეილ სააკაშვილი უარს არ ამბობს საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობაზე. ვიღაცები საუბრობენ, რომ სააკაშვილს არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა. თვითონ ეს ადამიანი არ ასხივებს იმას, რომ მას არ უნდა ქართულ პოლიტიკაში. სააკაშვილი მართლა უნდა ჩაერთოს ბრძოლაში, საავადმყოფოში კი არ უნდა იწვეს, ციხეში უნდა დაბრუნდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზება უნდა დაიწყოს, როგორც მისმა ლიდერმა, იმისათვის, რომ გაიმარჯვოს.

ხელისუფლება თამაშს თამაშობს. დაჭერილი ჰყავს ადამიანი და თავის მილიონიან ამომრჩეველს ეუბნება: „ნახე რას ვუშვრები“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო