თეონა აქუბარდია - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ზელენსკი ზრუნავს საკუთარ მოქალაქეზე, რომელიც მისი გუნდის მრჩეველი იყო - „ოცნების“ ნარატივი ლოგიკისგან შორსაა

რანაირად უნდა დაიჯერო, რომ ზელენსკიმ წინასწარ იცოდა, რომ ომი იქნებოდა და ამიტომ გამოუშვა მიშა, რომ მას „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და ორივეს ერთად შეეტია რუსეთისთვის - ძალიან არასერიოზულია ამაზე საუბარი , - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნების“ „ნარატივი ლოგიკისგან შორსაა“.

„საბჭოთა პერიოდში კონსპირაციები ჩვეულებრივი რამ იყო, რომელსაც ყიდდნენ, ხოლო საბჭოთა კავშირის მოქალაქეები ყიდულობდნენ. სამწუხაროა, რომ დღესაც ამ კონსპირაციებს ყიდიან საკუთარ მოქალაქეებზე“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას, აქუბარდია ამბობს, რომ გასაკვირი არაა, რომ უკრაინის პრეზიდენტი საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ზელენსკი ზრუნავს საკუთარ მოქალაქეზე, რომელიც მისი გუნდის მრჩეველი იყო, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობას იკავებდა და ყოფილი პრეზიდენტია. მათ ჰქონდათ საერთო ომი რუსეთთან. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ეხმაურება მისი მოქალაქის, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, რომლის კადრები უკანონოდ, ძალიან ღირსებისშემლახველად გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ. ესაა და ეს და არა სხვა ბოდვა, რასაც ვისმენთ“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა