სახელმწიფო დეპარტამენტი - ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მთელი მსოფლიოსთვის შემაშფოთებელია

შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ჩინეთს შეუძლია გაუმკლავდეს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდას, რადგან შემთხვევების რაოდენობა შემაშფოთებელია მთელი მსოფლიოსთვის ჩინეთის ეკონომიკის სიდიდის გამო, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

”ვირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემაშფოთებელია დანარჩენი მსოფლიოსთვის, ჩინეთის მშპ-ს ზომის გათვალისწინებით, ჩინეთის ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით,” - აღნიშნა პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში ყოველდღიურ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ჩინეთში კოვიდსიტუაციის გაუმჯობესება კარგია არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

ნედ პრაისმა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც ვირუსი გავრცელდება, იზრდება მუტაციის საფრთხე.

„ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ასე ორიენტირებულები ვართ დავეხმაროთ მსოფლიოში ქვეყნებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში”, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ქვეყანაში დაწყებული უპრეცედენტო პროტესტის გამო შეარბილა, რის შემდეგაც დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად მატულობს. ჩინეთმა ორშაბათს გარდაცვალების შემთხვევების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს