„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

21 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს პირველი შესახვევის N10-თან წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, მაგისტრალურ მილზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები 21 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება და მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქსელი გაირეცხება და წყალმომარაგება აღდგება.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 21 დეკემბერს, საღამოს 19:00 საათიდან 22 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავაჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, თაყაიშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის ნაწილს, დოლიძის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის გორას, ბახტრიონის, პეკინის, ფანასკერტელის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ფარსადანის ქუჩებს და მიმდებარე ქუჩებს.

მთწმინდა - კრწანისის რაიონში: კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის ქუჩებს, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირებს, შანიძის, ზუბალაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ქიქოძის, ბესიკის, ინგოროყვას, ჟვანიას, ჭონქაძის, ამაღლების, იაშვილის, მაჩაბელის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, თაბუკაშვილის, ბოცვაძის, სანაპიროს და მიდებარე ქუჩებს; პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, გორგასლის ქუჩებს, ღვინის აღმართს; ოქროყანის დასახლებას

დიდუბე - ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება