ჯანმო-ს წარმომადგენელი - ჩინეთში არსებული მდგომარეობის გამო კოვიდ 19-ის პანდემიის დასასრულის გამოცხადება, შესაძლოა, ჯერ ძალიან ადრე იყოს

რამდენიმე წამყვანი მეცნიერისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის თქმით, ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების გამო, კოვიდ 19-ის პანდემიის გლობალური დასასრულის გამოცხადება, შესაძლოა, ჯერ ძალიან ადრე იყოს.

„საკითხავია, შეიძლება თუ არა ვისაუბროთ პოსტ-პანდემიურ პერიოდზე, როდესაც მსოფლიოს ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილი რეალურად მეორე ტალღაში შედის,“ - განაცხადა ვირუსოლოგმა მარიონ კუპმანსმა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით კონსულტაციების გამცემი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის წარმომადგენელია.

შეხედულების ეს ცვლა ჩინეთში არსებულმა ვითარებამ გამოიწვია. ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ქვეყანაში დაწყებული უპრეცედენტო პროტესტის გამო შეარბილა, რის შემდეგაც დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად მატულობს. ჩინეთმა ორშაბათს გარდაცვალების შემთხვევების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. გარკვეული პროგნოზების თანახმად, ჩინეთში 2023 წელს, შესაძლოა, კორონავირუსს 1 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწიროს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა