97 წლის ირმგარდ ფურხნერს მეორე მსოფლიო ომში 10 500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალი დაუმტკიცდა

97 წლის ირმგარდ ფურხნერს, რომელიც მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მდივნად მუშაობდა, 10 500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალი დაუმტკიცდა.

მსჯავრდებული შტუთჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში 1943 წლიდან 1945 წლამდე მუშაობდა.

ირმგარდ ფურხნერი 10 505 ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობასა და კიდევ ხუთი პირის მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობაში ცნეს დამნაშავედ. ვინაიდან ფურხნერი აღნიშნული დროისთვის მხოლოდ 18 ან 19 წლის იყო, ის არასრულწლოვანთა სპეციალურ სასამართლოში გაასამართლეს.

სასამართლო პროცესი 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. მაშინ ირმგარდ ფურხნერი მოხუცებულთა სახლიდან გაიქცა და პოლიციამ ჰამბურგის ქუჩაზე იპოვა.

სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, ფურხნერმა თქვა, რომ ბოდიშს იხდის მომხდარის გამო და ნანობს, რომ იმ დროს შტუტჰოფში იმყოფებოდა.

ქალს, რომელიც ნაცისტური დანაშაულებისთვის გაასამართლეს, ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო