BAG ინდექსი - ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებში მთავარ საკითხად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები სახელდება

BAG ინდექსის 2022 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებში ახალი ტენდენცია შეინიშნება, კერძოდ, თუ ბოლო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში ბიზნესი მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას მიიჩნევდა, მიმდინარე კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 60%-ის მიერ უმთავრეს პრობლემად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დასახელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას, აღნიშნული პრობლემა წინა კვარტალთან შედარებით 30 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ჩამოთვლილ ფაქტორებს შორის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვლევაში, ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორები განხილულია ასევე სექტორულ ჭრილში, რაც ბიზნესში არსებული გამოწვევების უკეთ აღქმის შესაძლებლობას იძლევა.

სექტორებს შორის, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მწვავე პრობლემას მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებისთვის წარმოადგენს. კერძოდ, 76%-მდე და 75%-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც მეოთხე კვარტალში ზემოხსენებული ფაქტორი დააფიქსირა ხელის შემშლელად.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორისთვის 31 პროცენტული პუნქტით გამწვავდა სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა წინა კვარტალთან შედარებით.

რაც შეეხება სამუშაო ძალის ნაკლებობას, აღნიშნულ ფაქტორს ხელისშემშლელად ყველაზე მეტად ასევე მშენებლობის სექტორი ასახელებს, თუმცა გასულ კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით შემცირდა მისი სიმწვავე.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2022 წლის მეოთხე კვარტალში გამოკითხული ბიზნესის 58% საუბრობს, რაც მხოლოდ 2%-ით მეტია წინა კვარტლის მონაცემებზე.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა