ხათუნა ბურკაძე - აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი კვლავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ  მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს

ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ხათუნა ბურკაძის განცხადებით, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი კვლავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ჩანაწერს შეიცავს, რაც მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გაგრძელებისათვის.

მისივე განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსათვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ პარტნიორზე მეტია, შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიული მოკავშირეა.

როგორც ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, არცერთი სახის ფინანსური დახმარება არ უნდა იყოს აღმოჩენილი იმ მთავრობებისა და ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ და დაამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს.

მისივე თქმით, ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასიგნებების კომიტეტს აცნობებს.

„საქართველოს სტრატეგიული ინტერესია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი თანამშრომლობის მეტად გაღრმავება, რათა საფრთხეებს გავუმკლავდეთ. უსაფრთხოების გარემოს დღევანდელი ანალიზი კიდევ უფრო ცხადყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის ფარგლებში შესაბამისი მიდგომების მიხედვით მოქმედების აუცილებლობას“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ, რომლის კომენტარსაც „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა