კახა კალაძე - დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია - ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა ჩვენს ქალაქში

დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია. ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა ჩვენს ქალაქში, - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას.

კახა კალაძემ დედაქალაქში საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თბილისში საახალწლო სოფელი 23 დეკემბერს გაიხსნება და 14 იანვრამდე გაგრძელდება.

„გელოდებათ „ფლეშ მობი“ და საახალწლო კონცერტი, დრამერები, ქუჩის თეატრის მსახიობები დაუვიწყარ სანახაობას შექმნიან. 23 დეკემბერს,19:00 საათზე დაიწყება აღნიშნული ღონისძიებები. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი პატარა ელოდება თოვლის ბაბუას მობრძანებას, ახლაც გზაშია. 23 დეკემბერს, 19:00 საათზე შემოგვიერთდება და ბინას დაიდებს საშობაო სოფელში. დარწმუნებული ვარ, თოვლის ბაბუას დიდი სტუმრიანობა ექნება ამ სადღესასწაულო დღეებში. ასე რომ, გელოდებით ყველას ორბელიანის მოედანზე. დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია. ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა ჩვენ ქალაქში. 19:00 საათზე მობრძანდება თოვლის ბაბუა და ამის შემდეგ გაიმართება კონცერტი. 23 დეკემბრიდან ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში ექნებათ შესაძლებლობა საახალწლო სოფელში ნახონ სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, თეატრალური წარმოდგენები. რა თქმა უნდა, ყოველ საღამოს სხვადასხვა ტიპის კონცერტები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში