პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებს ანალიზები აუღეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში მე-7 დღეა შიმშილობენ, ანალიზები აუღეს.

როგორც ექთანმა თამარ შათირიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ანალიზის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

„გამოგვიძახეს, ანალიზების გაკეთების მიზნით მოვედით. გავუკეთეთ ანალიზები, დღის ბოლოს იქნება შედეგები. მე ვარ ექთანი, მხოლოდ ანალიზებზე გამოგვიძახეს, მათი ჯანმრთელობის შესახებ ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა თამარ შათირიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ სამი დეპუტატი - დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია პარლამენტში, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო