გიული ალასანია - ჩემი შვილი შემდეგ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია - ამ ადამიანმა ყოფილი სისტემის დანგრევისთვის, საქართველოსგან, უკრაინისგან მხოლოდ მადლობა დაიმსახურა

მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია. ამ ადამიანმა საქართველოსგან, უკრაინისგან, ყოფილი სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“, შვილის მონახულებამდე განუცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებები მისთვის სანდო და მისაღები არაა.

„არ არის ეს განმარტება ჩემთვის მისაღები. გვაქვს ჩვენ კალიფორნიის ლაბორატორიის დასკვნა და ის არის ჩემთვის არგუმენტი და დასკვნა. არ არის ეს {პენიტენციური სამსახურის} დასკვნა სწორი. ვერაფერს დაამტკიცებს [მალხაზ ურთქმელიძე], მოუტანოს თავისი არგუმენტები კალიფორნიის ტოქსიკოლოგებს“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება. მისივე თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ, მათ შორის მის თმაში ნანახი ვერცხლისწყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე დასაშვები ნორმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო