„ალდაგის“ მხარდაჭერით უძრავი ქონების ექსპერტებისთვის მასტერკლასი ჩატარდა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მხარდაჭერითა და უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, უძრავი ქონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი მასტერკლასი „უძრავი ქონების მოლაპარაკების ექსპერტი’’ (RENE | Real Estate Negotiation Expert) ჩატარდა.

„ალდაგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების მოწვეული სპიკერი საერთაშორისო მენტორი, პრაქტიკოსი, ქოუჩი ამერიკული ორგანიზაციის, უძრავი ქონების ბიზნესინსტიტუტის მიერ აკრედიტებული ზოლა სერენცისი უძღვებოდა.

მათივე ცნობით, „ალდაგსა“ და უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მიზანია ქონების დაზღვევის პროდუქტებზე ცნობადობის ამაღლება და ორმხრივად სასარგებლო შეთავაზებების შემუშავება.

ღონისძიებაზე „ალდაგის“ საცალო გაყიდვების დირექტორის მოადგილემ, მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია დაზღვევის შესაძლებლობების შესახებ და გააცნო უშუალოდ ქონების დაზღვევის პროდუქტების ფართო სპექტრი, რომელიც უძრავი ქონების აგენტებს დაეხმარებათ, მომხმარებელთათვის უკეთესი პირობების შეთავაზებაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ თანამშრომლობა უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციასთან. ჩვენი კომპანია ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც მომხმარებელს დაეხმარება ქონებასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვაში. პარტნიორობის ფარგლებში, ვეცდებით, უძრავი ქონების აგენტებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გვჯერა, რომ ჩვენი კოლაბორაცია ორმხრივად სასარგებლო იქნება“, - განაცხადა „ალდაგის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნათია ანასტასიადიმ.

„აღსანიშნავია, რომ „ალდაგში“ ქონების დაზღვევა გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი, სახლის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხის ანაზღაურებას მიიღებს. „ალდაგი“ ბაზარზე მზარდ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და მომხმარებელს იჯარით გაცემულ უძრავი ქონების დაზღვევაზე უნიკალურ და საჭირო პროდუქტებს სთავაზობს“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო