ანა წითლიძე - ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს - ერთადერთი რამ მინდა ვუსურვო და ვუთხრა - იცოცხლე პრეზიდენტო!

ხვალ არის მიხეილ სააკაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი. მნიშვნელოვანია ყველა ამ პროცესზე იყოს კონცენტრირებული და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ გაიწელოს, რადგან თითოეული დღეს არის დაკარგული პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტში მე-7 დღეა შიმშილობს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით, მოშიმშილე დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„თქვენ ხედავთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ბოლო დღეების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასა და მისი სიცოცხლის გადარჩენას ითხოვენ. მინდა ყველა ამ ადამიანს გადავუხადო მადლობა. მჯერა, რომ ჰუმანიზმი, კეთილგონიერება და სიკეთე გაიმარჯვებს სისასტიკესა და ბოროტებაზე. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი. მნიშვნელოვანია ყველა ამ სასამართლო პროცესზე იყოს კონცენტრირებული და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ გაიწელოს, რადგან თითოეული დღე არის დაკარგული პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვღელავ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ჩემი მეგობრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლებიც ჩემთან ერთად შიმშილობენ. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენ ძალიან პრინციპულად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გვესმის ის სირთულე, რომელიც ამ პროცესს ახლავს თან, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი იმდენად, რომ ეს იყოს მთავარი თემა. ჩვენ ვაგრძელებთ შიმშილობას, აგვიღეს ანალიზები და, ჯერჯერობით, ყველაფერი ნორმალურადაა“, - განაცხადა წითლიძემ.

ამასთან, მან მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეც მიულოცა.

„ვულოცავ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაბადების დღეს. ერთადერთი რამ მინდა ვუსურვო და ვუთხრა - იცოცხლე პრეზიდენტო!“ - აღნიშნა წითლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო