თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემა დაინერგება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემა დანერგოს. აღნიშნულის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„საჭიროა მეტროსადგურების ადაპტაცია ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემის დანერგვა. ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. მინდა,კიდევ ერთხელ დავავალო შესაბამის სამსახურს და მაქსიმალურად დაჩქარდეს ხმოვანი სისტემების დანერგვის პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა გზაზე ქვეითთა გადასვლის დროს ხმოვანი შუქნიშნის ამოქმედების შესახებ.

როგორც კალაძემ განმარტა, შუქნიშნის ხმოვნები განკუთვნილია იმისათვის, რომ უსინათლო ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ ეს მთელ მსოფლიოში ადაპტირებულია.

„მაქვს ინფორმაცია, რომ შუქნიშნის ხმა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, პრეტენზიებს გამოთქვამენ. მინდა, ყველამ გაითვალისწინოს, რომ შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილია. მათი უფლებაა თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ. საბჭოზე ვიმსჯელეთ, რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, რაც გულისხმობს დღისა და ღამის საათებში ხმის რეგულირებას“,- აცხადებს კალაძე.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რეაბილიტირებულ ქუჩებზე ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის მოწყობილია სპეციალური აპარატურით აღჭურვილი შუქნიშნები, რომლის მეშვეობით ქვეითად მოსიარულეებს, მათ შორის შშმ პირებს უსაფრთხოდ შეუძლიათ ქუჩის გადაკვეთა.

მისივე თქმით, შუქნიშნებზე დამონტაჟებული განსაკუთრებული დაცვის ღილაკი, რომელიც აღჭურვილია აკუსტიკური მახასიათებლით. ასევე შუქნიშნის სხვადასხვა ფაზები ინტეგრირებულია ხმოვანი სიგნალითა და ვიბრაციით.

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირე მხედველი ან უსინათლო პირების ადამიანებისთვის განკუთვნილი სპეციალური 18 მოწყობილობა დაზიანდაა, თითოეული მათგანის ღირებულება კი, 2 500 ლარს შეადგენს.

„ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ძალიან სამწუხაროა ვანდალიზმი, რაც გვაქვს ქალაქში. ასე ნამდვილად გაგვიჭირდება და არაფერი გამოვა. თუ მუნიციპალიტეტი ვალდებულია იზრუნოს ამ ქალაქზე, განავითაროს, ყველას მოარგოს, გაითვალისწინოს თითოეული მოქალაქის საჭიროება და მათი უსაფრთხოება, ასევე ვალდებულია ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი გავუფრთხილდეთ ამ ულამაზეს ქალაქს, იმ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ყველა ერთად ვაკეთებთ, ჩვენ, აქ მსხდომი ადამიანები, თქვენ, რომლებიც გადასახადებს იხდით. ერთად ვქმნით, ვალამაზებთ და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, მაგრამ თუ ჩვენვე დავაზიანებთ, დავამტვრევთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და ასე ნამდვილად გაგვიჭირდება ქალაქის განვითარება“, - აცხადებს კალაძე

ინფრასტრუქტურის დაზიანების კონტექსტში კალაძემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ადამიანები სკამებს ხის საფარს აძრობენ იმისათვის, რომ ცეცხლი დაანთონ.

„ამიტომ, მინდა ყველას ვთხოვო, განსაკუთრებით უფროსებს, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს. თუ წავაწყდებით ასეთ ფაქტებს და ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნები არიან ამის ჩამდენები, ერთმანეთს დავეხმაროთ და უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება“, - განაცხადა კალაძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024