მიხეილ სარჯველაძე - უნდა შეირჩეს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი და არა მიკერძოებული - ოპოზიცია საკუთარი განცხადების მძევალი გახდა, ულტიმატუმის პირობას ბოლომდე ფეხს არ უცვლიან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციამ სახალხო დამცველის არჩევის საკითხთან დაკავშირებით თავიდანვე ულტიმატუმის ენა შეიმუშავა და ამ პირობას ბოლომდე ფეხს არ უცვლის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა შეირჩეს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი და არა მიკერძოებული.

„გაიხსნეთ, რა პირობა შესთავაზა ხელისუფლებამ ოპოზიციას. გახსოვთ, მაშინ ვთქვით, რომ წარმოედგინათ 7 კანდიდატი, რომელიც მხარდაჭერილი უნდა ყოფილიყო, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან და შექმნილიყო 90 ხმა. ეს პირობა ოპოზიციამ არ შეასრულა, მისთვის სასურველი ნაწილების ამოკენკვა დაიწყო ჩვენი განცხადებიდან. თქვეს, წარმოადგინეთ კანდიდატურა და ვისაც წარმოადგენთ დავეთანხმებითო, ასეთი რამ ხელისუფლებას არასდროს უთქვამს. ჩვენ ვთქვით, 7 კანდიდატურა წარმოადგინეთო. ამ შემთხვევაში მზად ვართ, რომ იქიდან შევარჩიოთ ერთი. ოპოზიცია საკუთარი განცხადების მძევალი გახდა ან პოზიციის რომელიც თავიდანვე ულტიმატუმის სახით შეიმუშავეს და ამ პირობას ბოლომდე ფეხს არ უცვლიან. უნდათ ხელისუფლება მოაქციონ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მას არჩევანის შესაძლებლობას არ დაუთმობენ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ოპოზიციისგან მართული ადამიანის არჩევა სახალხო დამცველის თანამდებობაზე, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატის. დამოუკიდებელი არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ უკლებლივ ყველასგან. დამოუკიდებლობა აუცილებელია არა იმისთვის, რომ ხელისუფლებისგან იყოს დამოუკიდებელი, არამედ ნებისმიერი ზეგავლენისგან. სახალხო დამცველი 6 წლით აირჩევა და ხელისუფლების ცვლილების კვალდაკვალ, მისი პოზიციები და დამოუკიდებლობის ხარისხი არ უნდა იცვლებოდეს. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი კანდიდატი და არა ოპოზიციის მხარეს მიკერძოებული. ეს ელემენტარული ჭეშმარიტება თუკი იქნება გათავისებული ოპოზიციის მხრიდან და იმ ადამიანებისგან, ვინც ისეთ განცხადებებს აკეთებს, თითქოს რომელიმე კანდიდატი ხელისუფლების კანდიდატია, ძალიან კარგი იქნება, მხოლოდ მას წაადგება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა