გარემოს დაცვის სამინისტრო - 2023 წელს სახელმწიფო გააგრძელებს გადამამუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი პროდუქციის წარმოების ზრდის პარალელურად, კვლავ მზარდია მოთხოვნა გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი 25 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც შესაძლებელს ხდის, უფრო მასშტაბური გახდეს ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მხოლოდ გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 289 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების შემნახველი და გადამამუშავებლი 217 საწარმოს შექმნა 106 მლნ ლარით თანადაფინანსდა, რამაც შექმნა შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს პროდუქციის შენახვა/გადამუშავება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო