ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა ფუნქციონირებას გაზრდილი დატვირთვითა და მიმართვიანობით განაგრძობს

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა ფუნქციონირებას გაზრდილი დატვირთვითა და მიმართვიანობით განაგრძობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევექსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰოსპიტალში გამოიყო დამატებითი საწოლფონდი, გაიზარდა მედპერსონალის რაოდენობა და დაწესდა მორიგეობის საგანგებო რეჟიმი.

კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, სამედიცინო მომსახურებასა და პერსონალზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ადმინისტრაციამ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს პროფესიონალთა გუნდთან თანამშრომლობით შეძლო. „ბოლო 2 თვე ჩვენი კლინიკისთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ასევე, საგრძნობლად გაიზარდა მომართვიანობა ისეთი რთული სამედიცინო შემთხვევების კუთხით, სადაც პოლიპროფილური მიდგომაა საჭირო (ავტოსაგზაო შემთხვევები, სიმაღლიდან ვარდნა, უცხო სხეული სასუნთქ გზებსა და საყლაპავში, თავის ტვინის სიმსივნეები, ნეიროქირურგიული ოპერაციები და სხვა). სწორედ ამ ფონზე ჩვენს მედპერსონალსა და ადმინისტრაციას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრა და მინდა თამამად აღვნიშნო, რომ ამ პასუხისმგებლობას შესანიშნავად გაართვა თავი,“ - აცხადებს კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.

კლინიკაში განმარტავენ, რომ ურთულესი ქირურგიული ოპერაციები პედიატრიულ სეგმენტში იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმების გუნდთან თანამშრომლობით განხორციელდა. მოეწყო შესაბამისი სამედიცინო სივრცეები და განყოფილებები დამატებითი სერვისების მისაწოდებლად. მათ შორის, შეიქმნა კიდევ ერთი საოპერაციო ბლოკი. მობილიზდა დამატებითი საწოლფონდიც და მედპერსონალი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. შედეგად, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მიღებულ პაციენტთა პროცენტული მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 57%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, კლინიკა მრავალპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა და 0-დან 18 წლამდე პაციენტებს მართავს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს