ადვოკატი  - ძმებ კაკულიებს  ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, შესაბამისად, ახალ ბრალდებას არ ველოდებით

ბრალდებული ძმების, დავით და გურამ კაკულიების ადვოკატი, მარიამ შათირიშვილი აცხადებს, რომ ძმებ კაკულიებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

მისივე განმარტებით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძმები კაკულიები ხელმეორედ არ დაკითხულან, თავდაპირველ დაკითხვაზე კი, მათ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხეს, რაც გამოძიებისგან დაისვა. მისი განმარტებით, თუ რატომ დაინტერესდა გამოძიება ძმები კაკულიებით კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით, ეს დაცვის მხარისთვისაც საინტერესოა.

„ეს დაცვის მხარისთვისაც ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, ყველა შეკითხვას პასუხი ძალიან მალე გაეცემა. ახალ ბრალდებას ჩვენ არ ველოდებით იმიტომ, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ აღნიშნულ მკვლელობასთან“, - აცხადებს მარიამ შათირიშვილი.

ადვოკატის თქმით, ძმები კაკულიები ასევე არ აღიარებენ არცერთ იმ ბრალდებას, რომელიც მათ არაყიშვილის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით აქვთ წარდგენილი.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო