პაატა მანჯგალაძე - აუცილებელია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა, რომ ხელისუფლება გამოვაცალოთ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ რუსების ტროლების ფერმას საქართველოში

ხორციელდება სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ადამიანები ცდილობენ, რომ როგორმე აღუდგნენ ამ სპეცოპერაციას წინ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილთან და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილე ადამიანებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ერთი წინააღმდეგობის მხოლოდ ერთი ფორმა ვერ იმოქმედებს „ქართულ ოცნებაზე“, ამიტომ აუცილებელია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა და მთავარ საკითხებზე შეთანხმება, რომ ხელისუფლება დატოვონ ადამიანებმა, რომლებიც „წარმოადგენენ რუსების ტროლების ფორმას საქართველოში“.

„თქვენ იცით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. ამას მოჰყვა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, სადაც უსირცხვილოდ ამბობდნენ, თითქოს სპეცოპერაცია ჩაატარეს, შემოიყვანეს სააკაშვილი, რადგან მეორე ფრონტი გაეხსნათ ანუ პირველი ფრონტიც თითქოს დასავლეთმა დაგეგმა და გახსნა და ახლა მეორე ფრონტის გახსნაც უნდათ. ერთიანად სხდებიან რუსულ ნარატივში და საუბრობენ ურცხვად - რუსეთს არ ახსენებენ და დასავლეთს და უკრაინას აბრალებენ ომის დაწყებას. ესენი არიან მავნებლები, წარმოადგენენ რუსულ აგენტურას და რუსული ტროლების ფერმას საქართველოში.

ერთი წინააღმდეობის ფორმა ვერ იმოქმედებს „ქართულ ოცნებაზე“, ამიტომ აუცილებელია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა და მთავარ საკითხებზე შეთანხმება, რომ ხელისუფლება გამოვაცალოთ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ რუსების ტროლების ფერმას საქართველოში“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა