ლევან ბეჟაშვილი - სჯობს, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა თავის საქმეს მიხედოს და არ დაუშვას სისხლის სამართლის დანაშაული - სააკაშვილის უარი ანალიზის ჩატარებაზე ნიშნავს იმას, რომ არ ენდობა სისტემას

ვფიქრობ, სჯობს, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა თავის საქმეს მიხედოს და არ დაუშვას სისხლის სამართლის დანაშაული, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნის ობიექტია.

„ვფიქრობ, სჯობს, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა თავის საქმეს მიხედოს და არ დაუშვას სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე კადრები უკვე მეორედ გამოქვეყნდა. ამის თაობაზე უნდა უწევდეს მას პროკურატურისგან კითხვებზე პასუხის გაცემა. ასევე, ხდება მანიპულირება პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მიერ. „ემპათიის“ დასკვნის ნაწილი და შეფასება ცალკეა, ცალკე არის გაკეთებული კიდევ ლაბორატორიული დასკვნები, ანგარიში დამოუკიდებელი ამერიკელი ექსპერტების მიერ სხვადასხვა მიმართულებით. ცხადია, ეს დასკვნა სასამართლოს წარედგინება და სასამართლოს განხილვის საგანი იქნება. სასამართლო შეაფასებს ყველა ამ მტკიცებულებას და არა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეხება ანალიზების ჩატარების საკითხს, ლევან ბეჟაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მაშინ დართავს ექიმებს ანალიზების აღების ნებას, როდესაც იქნება ნდობა იმ ორგანოების მიმართ, ვინც დამოუკიდებელი გამოძიება უნდა აწარმოოს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ უარის თქმა შემდგომი ანალიზის ჩატარებაზე ნიშნავს იმას, რომ ის არ ენდობა სისტემას. სისტემა, რომელიც დანაშაულებრივად ექცევა მას. როდესაც საუბარია დამოუკიდებელი ამერიკელი ექსპერტების მიერ გაკეთებულ დასკვნაზე, რომ იგი მოწამლულია, პირველი, რასაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო, ღირსების საქმეა, რომ მოიწვიოს საერთაშორისო საგამოძიებო სამსახურები, საგამოძიებო ბიურო, ყველა ღონისძიებას უნდა მიმართავდეს, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო სტრუქტურებს აღნიშნული საკითხის გამოძიების საშუალება მიეცეს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება. მისივე თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ, მათ შორის მის თმაში ნანახი ვერცხლისწყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე დასაშვები ნორმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო