მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებსა და „კარდაკარ" კამპანიის შედეგებზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებსა და „კარდაკარ" კამპანიის შედეგებზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ერთობლივი ღონისძიების მიზანი იყო მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და UNHCR-თან თანამშრომლობით მიმდინარე კამპანიების შედეგების განხილვა, რომლებიც მოქალაქეობის არმქონე პირთა იდენტიფიცირებასა და დოკუმენტირებას ემსახურება.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელმა, კემლინ ფურლიმ გახსნეს.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს მიერ მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში განხორციელებული ღონისძიებები დადებითად ფასდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ევროპის ქვეყნებს შორისაც საქართველო ამ მხრივ მოწინავე პოზიციებს იკავებს. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველო მოქალაქეობის არმქონე პირთა რიცხვის მკვეთრი კლების ტენდენციას ინარჩუნებს, რაც ყველა ასეთი პირის დოკუმენტირებას, მათი უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციის მიზნით, საბოლოოდ უზრუნველყოფს ", - აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა და UNHCR-სა და სააგენტოს გუნდს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა.

კემლინ ფურლიმ ხაზი გაუსვა მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას, რაც ქვეყნის პრაქტიკას საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად აახლოებს.

„სააგენტოს თავმჯდომარემ, ქეთევან ბეთლემიძემ, დამსწრე საზოგადოებას მოქალაქეობის არმქონეობის შემცირებისა და პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები, ასევე, UNHCR-თან თანამშრომლობით მიმდინარე „კარდაკარ" კამპანიის ფარგლებში შესრულებული აქტივობები და მათი შედეგები დეტალურად გააცნო.

ღონისძიებას მთავრობის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის ოფისისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
ვასო ურუშაძე - საქართველოში ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილებაა, რასაც ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების იდეის რეალობად ქცევა შეუძლია
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები