ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიცია მხარს უჭერს სახალხო დამცველობის ორ კანდიდატს - ანა აბაშიძეს და გიორგი ბურჯანაძეს, კიდევ არსებობს სივრცე, რომ მოხდეს შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, საკითხი ჩავარდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ არსებობს საშუალება, რომ სახალხო დამცველობის მსურველ ორ კანდიდატთან, გიორგი ბურჯანაძესთან და ანა აბაშიძესთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გამორიცხავს, რომ საკითხი ჩავარდეს.

„სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით მოლოდინი სულ უფრო და უფრო მცირეა. რამდენიმე კონსულტაცია გაიმართა, მაგრამ ეს კონსულტაცია უბრალოდ ფორმალურად ჩატარდა, შინაარსობრივად საკითხი განხილული და გადაწყვეტილი სამწუხაროდ ვერ იქნა. ყოველ შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც უნდა დაიცვას თავისი პირობა, როდესაც თქვეს, რომ ისინი არ დაუჭერდნენ თავიანთ კანდიდატურას მხარს და დაუჭერდნენ იმ კანდიდატს, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან იქნებოდა წარმოდგენილი. ამიტომ, ეს ფაქტი უკვე შემდგარია. საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანად მხარს უჭერს კანდიდატებს - ანა აბაშიძეს და გიორგი ბურჯანაძეს. შესაბამისად, კიდევ არსებობს სივრცე და რესურსი იმისა, რომ ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით მოხდეს შეთანხმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით შესაძლებელია, საკითხი ჩავარდეს“, -განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო