„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებთან შეხვედრა გამართეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მთავარი თემა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ცნობით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სააკაშვილმა არ გაიზიაროს პირველი პრეზიდენტის ბედი და სახელმწიფომ არ დაუშვას მისი სიცოცხლის მოსპობა.

„შევხვდით ეროვნული მოძრაობის მონაწილეებს, უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრებს და მათი პოზიცია არის, რომ მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდეს იმიტომ, რომ დანაშაულია თუ ამ ადამიანს საპყრობილეში კიდევ დიდხანს ამყოფებს არსებული ხელისუფლება და მითუმეტეს თუ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.

დღეს მიშას დაბადების დღეა, მე ვულოცავ მას, ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამძლეობას და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ მას თავისუფალსა და საერთაშორისო ასპარეზზე ისეთ ენერგიულს, როგორც მას ჩვევია“, - განაცხადა ვაშაძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა