ემანუელ მაკრონი - თუ რუსეთი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, ომი, შესაძლოა, მთელ კონტინენტზე გავრცელდეს

თუ რუსეთი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, ახალი ომი ევროპის მთელ კონტინენტს მოიცავს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა TF1/LCI-თან ინტერვიუში განაცხადა.

“მშვიდობის დღეს დისკუსია დასჭირდება. უპირველეს ყოვლისა, გარანტიები უკრაინის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ასევე რუსეთისთვის, როგორც ზავისა და სამშვიდობო ხელშეკრულების მხარისთვის”, - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, რუსეთისთვის ასეთი გარანტიების მიცემაზე უარის თქმა მოახდენს ინტეგრალური ომის პროვოცირებას, რომელიც მთელ კონტინენტს მოიცავს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია რუსეთის შიში, რომ ნატო მის კარს მიუახლოვდება, ეს არის იარაღის განლაგება, რომელმაც, შესაძლოა, მას საფრთხე შეუქმნას“, - განაცხადა მაკრონმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის