დიმიტრი პესკოვი - ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს

ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია აშშ-ში ვიზიტის შემდეგ უფრო კონსტრუქციული არ გახდება და რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის მიმართულებით არ შეიცვლება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვიზიტთან დაკავშირებით კრემლს არანაირი პოზიციური მოლოდინი არ აქვს.

პესკოვის მტკიცებით, დასავლეთის მხრიდან კიევისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტის “გაღრმავებას" გამოიწვევს, რასაც კიევისთვის უკუშედეგი მოჰყვება.

„იარაღის მიწოდება გრძელდება და მიწოდებული იარაღის დიაპაზონი ფართოვდება. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იწვევს კონფლიქტის გამწვავებას. ეს უკრაინას კარგს არაფერს უქადის“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლევში, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო