გიორგი ვაშაძე - თუ ოპოზიციიდან ვინმე სახალხო დამცველის პოსტზე „ქართული ოცნების“ ულტიმატუმით წამოყენებული ხუთი კანდიდატიდან რომელიმეს  მხარს დაუჭერს, ეს ღალატი იქნება

თუ საპარლამენტო ოპოზიციიდან ვინმე სახალხო დამცველის პოსტზე “ქართული ოცნების“ ულტიმატუმით წამოყენებული ხუთი კანდიდატიდან რომელიმეს დაუჭერს მხარს, ეს იქნება ღალატი, საკუთარი პოზიციისა და სიტყვის გატეხა! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

აქვე, მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არ მოხდება. ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ გვიყვებოდა, რომ მათ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდათ, თუმცა გაირკვა, რომ ხუთი კანდიდატი ჰყოლიათ“.

„ტესტი “ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩააბაროს - სახალხო დამცველს ან იმ სამი კანდიდატიდან ავირჩევთ, ვინც სამოქალაქო სექტორმა წარმოადგინა, ხოლო თუ ომბუდსმენის არჩევის საკითხი ჩავარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ უნდა. რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ევროკავშირის 12 პუნქტიდან. თუ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევის საკითხის ჩავარდნაში პრობლემას ვერ ხედავს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემას ვერ ხედავს ქვეყნის მიერ სტატუსის ვერმიღებაში. „სტრატეგია აღმაშენებელი“ სწორედ იმას ამბობდა, რომ „ქართულ ოცნებას“ სტატუსის მიღება არ სურს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო