თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბევრი დროა გასული და ვერ ვიხსენებ, - ასე უპასუხა სასამართლო პროცესზე მოწმე ლევან ვაჩნაძემ პროკურორის შეკითხვას, რომელმაც მოწმეს ჰკითხა - ძმები დავით და გურამ კაკულიებიდან, რომელსაც არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობაზე ბრალი ედებათ, ახლა რომელი მათგანის ამოცნობა შეუძლია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმების, დავით და გუგა კაკულიების ბრალდების საქმეზე სხდომა მოწმეთა დაკითხვით გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე იკითხება, მოწმე ლევან ვაჩნაძე, რომელზეც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ლევან ვაჩნაძეა პირი, რომელმაც ერთ-ერთი ბრალდებული, გურამ კაკულია ამოიცნო.

თვითონ მოწმემ, ლევან ვაჩნაძემ სხდომაზე პროკურორის კითხვების საპასუხოდ განაცხადა,რომ არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დროს, სადაც სერგი ქურთიაშვილის მკვლელობა სცადეს, ნამდვილად გაიგონა ორი გასროლის ხმა და ნამდვილად დაინახა ორი შეიარაღებული პირი.

მისი თქმით, გასროლის შემდეგ დაინახა, რომ “ადამიანი დაეცა”.

მისივე მტკიცებით, იარაღიდან სროლის შემდეგ მას სწრაფი ნაბიჯებით პირისპირ ჩაუარეს იმ პირებმა, რომლებმაც გასროლა განახორციელეს.

როგორც მოწმე განმარტავს, მათ ჩაფხუტები ეხურათ, ხოლო ერთ-ერთის სახის დანახვა შეძლო, რადგანაც მას ჩაფხუტი აწეული ჰქონდა.

„ტროტუარზე ერთმანეთს გავუარეთ, პირისპირ შევხვდით. ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, რომელსაც თეთრი ზედა ეცვა, გასროლის ხმა გავიგონე. ორი პიროვნება ისროდა”, - განაცხადა მოწმე ლევან ვაჩნაძემ.

როგორც სხდომაზე ლევან ვაჩნაძემ განმარტა, ამის თაობაზე გამოძიებასაც მისცა ჩვენება, სადაც ერთ-ერთი ბრალდებულის ამოცნობა შეძლო.

უფრო კონკრეტულად, მოწმე ლევან ვაჩნაძის განმარტებით, გამოძიების დროს მას სამართალდამცველებმა წარუდგინეს ოთხი ადამიანის ფერადი ფოტოები, სადაც ერთ-ერთი ბრალდებულის ამოცნობა იქვე შეძლო.

სწორედ ამ დროს, პროკურორმა ვაჩნაძეს ჰკითხა, ორი ბრალდებული [დავით და გურამ კაკულიები] დარბაზში არის და თუ ახსოვს, რომელი მათგანი ამოიცნო გამოძიების დროს, რაზეც მოწმემ ასეთი პასუხი გასცა: “ბევრი დროა გასული და ვერ ვიხსენებ.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო