გიორგი ტყემალაძე - ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის საკითხში თბილისის მერს საკრებულოს უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირება იყო, რომ სარეკრეაციო სივრცეებში არცერთი მშენებლობა არ განხორციელდებოდა.

„შეიძლება ითქვას, რომ პირველივე დღიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს დღესაც, რომ პარკებში უკვე გაცემული ნებართვების და გასხვისებული ობიექტების გამოსყიდვა მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ ცოტა ხნის წინ იყო მზიურის ტერიტორია და მუნიციპალიტეტმა გამოისყიდა, დღეს არის ვაკის პარკი და მომავალშიც იქნება. სამწუხაროდ, გვაქვს წინა ხელისუფლების პერიოდში გასხვისებული ბევრი ასეთი ობიექტი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საკომპენსაციო თანხა 5 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარის ნაცვლად, 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი შეადგენს. ამ შეთანხმების შესაბამისად, ვაკის პარკის ტერიტორია უკვე სრულად გადმოეცემა მუნიციპალიტეტს“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძემ იმ პროცედურებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც აღნიშნული მონაცვლეობის საკითხი თბილისის საკრებულოში გაივლის.

„ასეთ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა, როგორც დარგობრივი კომისიების ფორმატში, ასევე ფრაქციულ ფორმატში. ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხში თბილისის მერს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენ ველოდებით, რომ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომის შემდგომ, საკითხი დაჩქარებული წესით იქნება გადმოგზავნილი თბილისის საკრებულოში და უახლოეს სხდომაზე, კონკრეტულად 23 დეკემბერს, ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას,“ -დასძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს