პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარის თქმა, კითხვებს ბადებს.
რაც შეეხება „ემპათიას" დასკვნას, სამხარაძის თქმით, “ამ ორგანიზაციამ სახელი თავისი მოქმედებებით ჯერ კიდევ შაქარაშვილის მკვლელობის დროს „გაითქვა“ და მას არანაირი ნდობა არა აქვს“.
„თუ მართლაც დაფიქსირდა ის, რაზეც ჩვენი ოპონენტები ამდენი ხანია საუბრობენ, რომ ადამიანი არის მოწამლული, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება, ანალიზების აღებაა. კითხვას ბადებს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას მისი პოლიტიკური მეგობრები და ადვოკატები ცდილობენ. ეს ყველაფერი არის ერთი დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ სააკაშვილი პასუხისმგებლობას დაუძვრეს და სასჯელი არ მოიხადოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.