„თიბისი“, სათხილამურო ფედერაცია და „სილქნეტი“ ბაკურიანში 2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ერთად უმასპინძლებენ

“თიბისი” სათხილამურო ფედერაცია და “სილქნეტი”ბაკურიანში 2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ერთად უმასპინძლებენ.

„თიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, , „თიბისიმ“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს, რომელიც 2023 წლის 19 თებერვალი - 5 მარტის პერიოდში ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ითვალისწინებს. ჩემპიონატის ორგანიზატორია საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, ხოლო პარტნიორები - „თიბისი“ და „სილქნეტი“.

შეთანხმებას ხელი „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კოსტავამ მოაწერეს. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა და „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა მიიღო.

ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი ზამთრის სპორტის მთავარი მოვლენაა, რადგან საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა უფლება, რომ ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისბის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება 2018 წლის მაისში საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში გამართულ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე გადაწყდა.

„თიბისი“ ყოველთვის იქ არის, სადაც დიდი და კარგი საქმეები კეთდება. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ სათხილამურო ფედერაციასთან და „სილქნეტთან“ პარტნიორობის ფარგლებში ბაკურიანში ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში ისტორიული მოვლენაა. „თიბისი“ ყოველთვის უჭერდა მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპოულარიზაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამ მიზნით, არაერთი პროექტის ინიციატორი, მხარდამჭერი და პარტნიორები ვართ. საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან თანამშრომლობა დიდ შესაძლებლობას იძლევა, რათა „თიბისიმ“სპორტული აქტივობების პოპულარიზაციაში კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს და მთავარი სპორტული მოვლენების ორგანიზებაში ჩაერთოს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლის, „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი რამიშვილის განცხადებით, „სილქნეტს“ მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის.

"20 წელიწადზე მეტია, რაც ჩვენი ჯგუფი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი კომპანია „სილქნეტი“, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენი მხარდაჭერით ფედერაცია ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ტურიზმის და ზამთრის სპორტის მასპინძელი ქვეყნის, პოტენციალის ამაღლებას და ზამთრის სპორტის პოპულარობის გაზრდას ახალგაზრდა თაობებში. ეს ნამდვილად დიდი საქმეა და მიხარია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში დღეს ღირსეული პარტნიორი - „თიბისი“ შემოგვიერთდა, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში და კერძო სექტორის ჩართულობით, დღეს უკვე შესაძლებელია იმ ოცნების რეალობად ქცევა, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო