ნიკოლოზ სამხარაძე - კარგი იქნება, თუ უკრაინის ოფიციალური სტრუქტურები პოდოლიაკის, არესტოვიჩისა და დანილოვის განცხადებებს მკაფიოდ გაემიჯნებიან

მინდა უკრაინის ხელისუფლებას პოდოლიაკის, არესტოვიჩისა და დანილოვის განცხადებები გავახსენო - კარგი იქნება, თუ უკრაინის ოფიციალური სტრუქტურები ამ ადამიანების განცხადებებს მკაფიოდ გაემიჯნებიან! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ამ თემაზე უკრაინელ კოლეგებთან ბევრჯერ უსაუბრიათ, მათი პასუხია, რომ ეს ადამიანები უკრაინის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენენ, ამიტომ სამხარაძის თქმით, „ამ თვალსაზრისით ცოტა გაურკვევლობაა“.

„მინდა, უკრაინის ხელისუფლებას და საგარეო უწყებას მათივე მაღალჩინოსნების განცხადებები შევახსენო, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ შორის საქართველოში ომის დაწყებასთან დაკავშირებით გვესმოდა. მინდა მათ პოდოლიაკის, არესტოვიჩისა და დანილოვის განცხადებები გავახსენო. თუ ისინი ამ განცხადებებს არ ეთანხმებიან და ემიჯნებიან, ძალიან კარგია და მოხარული ვართ. მაშინ საქმე სხვა რამესთან გვქონია, მაგრამ თუნდაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ მოგვისმენია, რომ ისინი პოდოლიაკის, დანილოვისა და არისტოვიჩის განცხადებას ემიჯნებიან. თუ ეს ადამიანები არ არიან ოფიციალური პირები, მაშინ ამაზეც უკრაინის საგარეოს განმარტებას მოვისმენდით, რომ ვიცოდეთ, ვინ ლაპარაკობს უკრაინის სახელით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო